მიმდინარეობს შეხვედრა იმისთვის, რომ კონკრეტული მოცემულობით და შეთავაზებით გაგრძელდეს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით - ირაკლი კუპრაძე ხაზარაძე-გახარიას შეხვედრაზე

ირაკლი კუპრაძე

ათონელის რეზიდენციაში ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა 6 საათამდე გადაიდო. მანამდე ისინი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

"ლელოს" ინფორმაციით, მოლაპარაკება ამ წუთებში მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალები არ ხმაურდება.

"როგორც მაქვს ინფორმაცია, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრა იმისთვის, რომ კონკრეტული მოცემულობით და შეთავაზებით გაგრძელდეს ეს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით. მნიშვნელოვანია ის, რომ მამუკა ხაზარაძის მოწოდება გაითვალისწინა სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარიამ და შეხვედრის დრო გადაიწია", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, კოალიცია მრავალპარტიულია და ყველას საკუთარიუ მოსაზრება აქვს ამ საკითხზე.

"კოალიცია არის მრავალპარტიული, ყველას ამაზე გვაქვს ჩვენი მოსაზრებები. საერთო აზრი ჯერ არ გვაქვს, როდესაც გვექნება გეტყვით. ყველამ თავის ბარიერზე უნდა იფიქროს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიამ განცხადება ერთი საათის წინ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებდა.

"ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე, თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება" - დაწერა გახარიამ. მანამდე გავრცელდა ხაზარაძის განცხადებაც, სადაც ლელოს ლიდერმა თქვა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჯერ გახარიას პირადად უნდა დაელაპარაკოს. სალომე ზურაბიშვილმა წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს გაერთიანებისკენ გუშინ მოუწოდა. ზურაბიშვილის შეთავაზებას გარედან მიღებულ დირექტივად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც თვლიან, რომ გაერთიანებას ერთადერთი მიზეზი აქვს, - ორივე პარტიას ბარიერის გადალახვა უჭირს", - დაწერა გახარიამ.