მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და მაკა ბოჭორიშვილთან ერთად იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამს ესწრება

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად, იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს ესწრება.