მარნეულში, 27 წლის მამაკაცი ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

ლენტა

“Marneulinews.ge”ს ინფორმაციით, მარნეულის მუნციიპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა 27 წლის მუჰამედ აილევი გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.