პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პენიტენციურ სისტემას რომ თავი დავანებოთ, ქართული სამედიცინო სისტემა არ დაუშვებს, რომ სააკაშვილის ეს მდგომარეობა კრიტიკულამდე მივიდეს. გარდა ამისა, მას დეპრესიულობის არაფერი ეტყობა, პირიქით უშველებელ აქციებს გეგმავს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„შეწყალების საფუძველი არ არსებობს და დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც შეიძლება, ხვალინდელი დღე უფრო მძიმე გახადოს, უკვე არსებობს. სააკაშვილია ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება, შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები განავითაროს, ერთი მხრივ, იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც სააკაშვილს რევოლუციის ლიდერად მიიჩნევენ, იცით, რომ ასეთები არსებობენ, მეორე მხრივ, კი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ გაცილებით ნაკლებია ის სასჯელი და დანაშაულები, რომელთა გამო სასჯელს იხდის, ვიდრე რეალურად ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ნამდვილად ვეთანხმები",- განაცხადა ვოლსკიმ.