მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემა პრიორიტეტულია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - აკაკი მინაშვილი

აკაკი მინაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემა პრიორიტეტულია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმიტომ, რომ მისი გათავისუფლებით ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, თქვენ გეცოდინებათ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ყველა სხვა ინსტიტუტი მიტაცებულია ხელისუფლების მიერ, მთავარი და ყველაზე ეფექტიანი იარაღი ჩვენს ხელში არის საპროტესტო აქტივობები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ვიქნებით", - განაცხადა მინაშვილმა.