მიხეილ დუნდუა: წლიდან-წლამდე საქართველო აგრძელებს პროგრესს, იზრდება ეკონომიკა, იზრდება შრომის პროდუქტიულობა, რაც ღირსეული დასაქმების ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია

მიხეილ დუნდუა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 5,86% გაიზრდება, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

„მსოფლიოს საშუალო დონეს აღემატება 2,5-ჯერ, ევროკავშირის - 3-ჯერ და ერთ დასაქმებულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 56 641 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, რაც კარგი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ წლიდან-წლამდე საქართველო აგრძელებს პროგრესს, იზრდება ეკონომიკა, იზრდება შრომის პროდუქტიულობა, რაც ღირსეული დასაქმების ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია, - აღნიშნა დუნდუამ.

შრომის პროდუქტიულობის საპროგნოზო პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.