მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად - სააკაშვილი გაერთიანების შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილი

ეს არის ის, რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რითაც ეხმაურება ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ.

სააკაშვილის თქმით, ის ამ პროცესებში ჩართული იყო.

„მეც, სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი, სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად“, - აცხადებს სააკაშვილი.

ცხრა პოლიტიკური პარტიის ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, „ლელო“ და გახარიას პარტია არ უერთდება. მიუხედავად კოალიციაზე უარისა, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ პარტიები აზრს შეიცვლიან.