გერმანულმა სასამართლომ ქართველი ძიუდოისტი მკაცრად დასაჯა - აკაკის ჯაფარიძის საქმის დეტალები
1790788402
თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.
„დღეს გავრცელებული აშკარა სიცრუე, რომ თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში კონტრაბანდის არხების ჩამოყალიბებაზე საქართველოს გავლით, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას. მათ, ვინც ამის უკან დგას, ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ ცუდი განზრახვები აქვთ!“ - დაწერა კახა კალაძემ Twitter-ზე.