ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი კრიტიკას არ იმსახურებს, ის არავისზე ნაკლები კანდიდატია, თუ მეტი არა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილი გამოწვევების საპასუხოდ სწორი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს.
მიხეილ ყაველაშვილი ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ. გამორჩეულია თავისი პატრიოტიზმით და ის ქვეყანას ამ ასპარეზზეც ასახელებს. სწორედ პატრიოტიზმია ის მთავარი ღირსება, რის გამოც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნა შერჩეული. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სიმბოლური ფუნქციის მატარებელია და აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტზე მართებულია. ეს არის კაცი, რომელმაც თავისი საქმე მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა სპორტშიც და პარლამენტშიც. რა თქმა უნდა, ის გამოწვევების საპასუხოდ სწორი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. მის ნაკლოვანებებს ტყუილად ეძებთ. მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი კრიტიკას არ იმსახურებს, ის არავისზე ნაკლები კანდიდატია, თუ მეტი არა. მიხეილ ყაველაშვილმა გაბედა და თქვა ის, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში იყო. მისი რიტორიკა ანტიდასავლური არ ყოფილა. ეს კანდიდატურა მახარებს. სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტურად კარგი კანდიდატურაა. სად თუ არა, ევროპაში კარგად ხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს შენ მიმართ გამოთქმული ჰქონდეს კრიტიკული მოსაზრება, ეს გავლენას ვერ ახდენს ადამიანთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. არ მგონია, ეს იყოს ისეთი წინაღობა, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მიხეილ ყაველაშვილს, რომ საკუთარი მოვალეობა სათანადოდ და მაღალ დონეზე წარმართოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.