Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუირებულია 200-მდე მგზავრი
1727967301
„დაუფიქრებლად ამოვიღე და მივეცი მერსედესის გასაღები, მისი სახლი მევახშეებისგან წართმევას გადავარჩინეთ. შვილის მონათვლა მთხოვა, მოვუნათლე და ნათელ-მირონები გავხდით. დღეს ეს ჩემს მიერ გადარჩენილი ე.წ. კაც-კაცუნა ხმალამოღებული ებრძვის ქართულ მარშს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.
„უმადურობის, გამყიდველობის და იუდა ისკარიოტელობის ასეთი მაგალითი არ მახსენდება
დაახლოებით 3 წლის წინ საერთო მეგობრის სახლში ერთ-ერთი ახლად გაცნობილი მარშელი მოვიდა ცრემლიანი თვალებით და ტირილით, მუხლებზე დამდგარი მოთქვამდა - დილით 12 საათამდე ბანკში 20 000 დოლარს თუ არ შევიტან-მევახშეები ჩემს ბინას გადაიფორმებენ, 5 შვილს გარეთ გამოყრიან და ამ ზამთარში ცოლ-შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ ვრჩებიო.
მაშინ ის კაცი ჩემი არც ძმაკაცი იყო, არც ნათესავი და არც მეგობარი ვუყურებდი მის ცრემლიან სახეს, სასოწარკვეთილებას, ტირილს, მოთქმას, ბღავილს და გული დამეწვა ძალიან შემეცოდა - დაუფიქრებლად ამოვიღე და მივეცი მერსედესის გასაღები (რომელიც 2 კვირით ადრე ჩემმა სიძემ მაჩუქა) თან ვუთხარი - წადი გაყიდე ან დაალომბარდე ეს მანქანა, ფული გადაიხადე და ცოლ-შვილი ამ ზამთარში გარეთ არ დატოვოთქო.
დილით დამირეკა და მითხრა, რომ მარტო მანქანის გაყიდვის ფული არ ჰყოფნიდა - წავედი პროცენტიანი ვალი ვისესხე, მივუტანე და ასე გადავარჩინეთ მისი სახლი მევახშეებისგან წართმევას
ამ დღის შემდეგ - ეს გადარჩენილი კაცი ჩემს მზეს იფიცებდა, შვილის მონათვლა მთხოვა, მოვუნათლე და ნათელ-მირონები გავხდით.
დღეს ეს ჩემს მიერ გადარჩენილი ე.წ. კაც-კაცუნა ხმალამოღებული ებრძვის ქართულ მარშს, დადის და ზურგს უკან მლანძღავს,ყველგან საქმეს აფუჭებს - სპეცსამსახურებს ჰპირდება, რომ როგორც კი მეტყვით - ბრეგაძეს რამეს გავუჩალიჩებ და დაგაჭერინებთო
თანამედროვე იუდა ისკარიოტელის რეინკარნაცია მოხდა მის ბინძურ სულში
ყოველივეს შემდეგ ქართველებს გეკითხებით - მოუნდება კაცს ამ იუდებისთვის სიკეთის გაკეთება და წყალწაღებულის გადარჩენა
P.S. ისევ და ისევ ჩემი მორალური პრინციპიდან გამომდინარე სახელს და გვარს არ ვწერ, მაგრამ ეს ბოლო გაფრთხილებად მიიღოს“, - წერს სანდრო ბრეგაძე.
ასევე ნახეთ ვიდეო - ნანუკა ჟორჟოლიანი ელის მარია სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს