მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტარობის თამაში.

„შემდეგი კვირეები და თვეები არის მოქმედების კვირეები და თვეები. მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ იმისათვის, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა-პასუხი, აბა, ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ. ერთი საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო, როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას, უფრო სწორად. სხვა კითხვა-პასუხი, დღესდღეობით, არ შეიძლება იყოს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.