მე არ მინახავს თქვენს ეთერებში დაგმობილი ფაქტი თუნდაც იმაზე, რაც POST TV-ისა და „იმედის“ ჟურნალისტს გაუკეთეს - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

ძალადობა არავისზე მომწონს, არც ოპოზიციონერებზე და არც მოქალაქეებზე, რომელსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა „იმედისა“ და POST TV-ს ჟურნალისტებზე თავდასხმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური მედიის მხრიდან ამ ფაქტებზე კითხვები არ მოუსმენია.

„არც ჟურნალისტებზე, თქვენს კოლეგებზე და მე არ მინახავს თქვენს ეთერებში დაგმობილი ფაქტი თუნდაც იმაზე, რაც POST TV-ს ჟურნალისტს გაუკეთეს. გამოსულიყავით და გეთქვათ: ბატონო ვახტანგ, გრძნობთ პასუხისმგებლობას, POST TV-ზე, „იმედის“ ჟურნალისტებზე რომ ზეწოლა მოახდინეს?“, - განაცხადა მინისტრმა.