მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ქვეყანა ნებით თუ უნებლიეთ უნდა შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და, სამწუხაროდ, აქედან იწყება უფრო მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობის გარანტს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

„ინტერესი ამ შემთხვევაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო, რომ ეს ქვეყანა ნებით თუ უნებლიეთ შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან, იქნებოდა ეს სანქციების დაწესება, მებრძოლების გაგზავნა, საზღვრების დაკეტვა, სივრცის ჰაერით დაკეტვა და ა.შ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და, სამწუხაროდ, აქედან იწყება უფრო მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობის გარანტს და სტაბილურობის გარანტს. მათ შორის, რა თქმა უნდა, სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. მან აღიარა აქციების დაფინანსებაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს. ბაჩიაშვილმა თქვა ისიც, რომ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე ემთხვეოდეს.