მას შემდეგ, რაც შარშან უზბეკეთში ვიზიტით ვიყავი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა ამ დონეზეც გავრცელდეს - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

დღეს უზბეკეთისა და სენატის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდი, ვისთანაც პარლამენტებს შორის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, საპარლამენტო თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ასევე კომიტეტებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უზბეკეთის პარლამენტიც ახალი არჩეულია და იქაც ახლა კომპლექტდება მეგობრობის ჯგუფები.

„ჩვენც მეგობრობის ჯგუფებს შევქმნით, სადაც თანამშრომლობა იქნება გაღრმავებული. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც შარშან უზბეკეთში ვიზიტით ვიყავი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა ამ დონეზეც გავრცელდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.