მარიამ ლაშხი: უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, პირველ რიგში ხარისხზეა ორიენტირებული

მარიამ ლაშხი

 მნიშვნელოვანია, რომ განათლებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი, ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, პირველ რიგში ხარისხზეა ორიენტირებული.

„სწავლასთან ერთად, ნებისმიერ სტუდენტს ექნება წვდომა, როგორც ეროვნული თვითღირებულებების შეცნობის ნაწილზე, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმის ნაწილში იქნება გეოგრაფიული მასშტაბირება. ახალი რეფორმის ფარგლებში იქნება 3+1+1 - ეს გულისხმობს, რომ იქნება 3-წლიანი ბაკალავრის სწავლება, 3 წელიწადში სრულად მოხდება პროფესიის დაუფლება, არ შეეხება ეს წლები მარეგულირებელ პროფესიებს, როგორიც არის მაგალითად სამედიცინო. რაც შეეხება მაგისტრატურას, 1-წლიანი საკმაოდ გავრცელებული ფორმა არის, გადავალთ 1-წლიან მაგისტრატურის ნაწილზე“, - აცხადებს ლაშხი.

უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.