მამუკა მდინარაძე: ქართველმა ხალხმა დღეს ერთი მთავარი რამ დაამტკიცა, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს - დღეს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა

მდინარაძე

ქართველმა ხალხმა დღეს ერთი მთავარი რამ დაამტკიცა, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს, - განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ.

„მინდა თითოეული ამომრჩევლით დავიწყო - ვინც დღეს გამოვიდა, მარლაც ქუდზე კაცი და ეს შედეგი დადო. დეტალებზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ჩვენ აქტივს მოვუწოდებ რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე იქ ვიყოთ, შეიძლება ეს მონაცემები კიდევ უფრო მეტი იყოს და ამაღლდეს. ამიტომ ყველას უღრმესი მადლობა დაწყებულ ბატონი ბიძინადან. დღეს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა, სადაც ქართველებმა ვთქვით, რომ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა ვერასდროს, ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერს ქართულს გაუმარჯოს!“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ნდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.