პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს „ომის პარტიის“ მიზნების მიუხედავად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემბრიფინგზე განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და მის ცალკეულ წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იმის არაღიარება, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პოლიტიკურ პლატოფორმაზე. სხვათა შორის ივიწყებენ ხოლმე და ბოლო დროს ხშირად გვხვდება გამონათქვამები, რომ არანაირი მხარდაჭერა არ გვინახავსო. ეს მხოლოდ ცალკე აღებული ტყუილი არ არის, არამედ არის ჩვენი ქვეყნის მტრობაც.
საქართველოს პოზიციონირება ასეთია – პოლიტიკური მხარდაჭერა ურყევი, ჰუმანიტარული მხარდაჭერა თავისთავად. სანქციების ნაწილში ჩვენი გადაწყვეტილება იცით. სამი მიმართულებიდან ორში ჩვენი ურყევი მხარდაჭერის არდაფიქსირება არის საზოგადოების მოტყუება და საქართველოს მტრობა. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს „ომის პარტიის“ მიზნების მიუხედავად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.