პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების" დეპუტატ, ირაკლი ზარქუასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წლის 24 იანვარს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაისინჯება ხაბეიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
"დაჩქარებული წესით გაახსენდათ, რომ ზარქუასთვის კბილები ჩამომიღია და ნეკნები დამილეწავს, რაც ცხადია ტყუილია და მოგონილია. დაჩქარებული წესით განიხილავენ, ერთ კვირაში მეორე სასამართლო დანიშნეს და ცდილობენ ამით ჩემს დასჯას.
ბიჭებო ამ საქმიდან არაფერი არ გამოგივათ, ამიტომ კარგი იქნება თუ მიატოვებთ ამ საქმეს, არასწორ მისამართზე მოხვდით არასწორი საქმით,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.