ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ ყველას, ვინც ღირსეულად, კეთილსინდისიერად ემსახურებით ამ რთულ და საპატიო პროფესიას - კახა კალაძე

თბილისის მერი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ ყველას, ვინც ღირსეულად, კეთილსინდისიერად ემსახურებით ამ რთულ და საპატიო პროფესიას.

ქართული ჟურნალისტიკის ტრადიციები 200 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ დარჩენილა არცერთი დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ჩაბმული არ ყოფილა ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. ეს ძალიან საამაყოა და პირველ რიგში, ალბათ, მედიის წარმომადგენლებმა უნდა იამაყონ იმით, რომ საუკეთესო ტრადიციებზე დგახართ, რომლის წყალობით, არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილება მომხდარა ქვეყანაში.

ერის, საზოგადოების ინტერესი - ეს არის ის, რაზეც უნდა იდგეს მედია და ვისურვებდი, რომ ქართულმა ჟურნალისტიკამ მომავალშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში და მის განვითარებაში. გილოცავთ, ძვირფასო ჟურნალისტებო!“,- წერს კახა კალაძე.