მაკრონი საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას უცხადებს

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ტვიტერის" გვერდზე წერს საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე.

„საქართველო და მოლდოვა არიან ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნები, ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები. ამ დილით მათ პრეზიდენტებს დავუდასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზისის დროს სოლიდარულები ვიქნებით", - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა ამის შესახებ ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვაღელვებს, რა შეიძლება მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. და რუსული გავლენები ამოქმედდება მეზობელ ქვეყნებში - მოლდოვასა და საქართველოში, ასევე შედეგი ექნება დასავლეთ ბალკანეთზე. ასე რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ხდება იქ", - თქვა ბორელმა.