დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსი მილიარდერი და ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი უკრაინის თხოვნით ბელორუსში იმყოფება, რათა დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.
გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩს მჭიდრო კავშირი აქვს უკრაინისა და რუსეთის ებრაულ თემებთან.
უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენ კორნიჩუკმა, კონკრეტულად არ გააკეთა კომენტარი მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის ჩართვაზე, მაგრამ თქვა, რომ „ჩვენ ვაფასებთ ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია, თუ მათ ექნებათ საკმარისი გავლენა“.
როგორც გამოცემა წერს, აბრამოვიჩი, ლონდონში კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი წარსულში ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. პარლამენტში იყო მოწოდებებიც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
ორგზის ოსკარის ნომინანტმა პროდიუსერმა, ალექსანდრე როდნიანსკიმ, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.
„უკრაინელები ცდილობდნენ ეპოვათ ვინმე რუსეთში, რომელიც დახმარებოდა მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში, მათ დახმარება სთხოვეს და რომანიც დასთანხმდა.
„არ ვიცი იქნება თუ არა გავლენა, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ ზელენსკის თანამშრომლებს და მე ვარ უკრაინიდან და ისინი მადლობლები არიან“, - აღნიშნა მან.
აბრამოვიჩის სპიკერს აბრამოვიჩის ბელორუსიასი ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმდა დაადასტურა, რომ მას უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მიმართეს.