1764940589
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ასევე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.
საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის თანამშრომლობის საკითხებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.











