ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
მაშინ, როდესაც ევროპა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრობს, შეუძლებელია საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის შემადგენელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას.
„ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთისთვის საჭირონი არიან. საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობას. ეს შეეხებოდა იმ პროცესებს, რაც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ცენტრალურ აზიაში ევროკომისიის ვიზიტის დროს თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ევროპა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრობს, შეუძლებელია საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის შემადგენელი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში საქართველოს როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
„საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ ვართ მზად, შევიტანოთ ჩვენი წვლილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა. საქართველო და თბილისი ყოველთვის არის და იქნება ის ადგილი, სადაც ორივე მხარეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლია ჩამოვიდეს, საქართველო გამოიყენოს დიალოგის ადგილად. ქართული მხარე ყოველთვის იქნება ხელშემწყობი ამ პროცესის, იმისთვის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ ჩვენს რეგიონში მდგრად მშვიდობას“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.