„შესაძლებელია, ქარის სიჩქარემ 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს...“ - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია დროგამოშვებით 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო).