1736856330
მაკა ბოჭორიშვილი ბუბუტეიშვილის აღიარებაზე: ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ვითომცდა მშვიდობიან აქციებს ჰყავდათ ორგანიზატორები, რომლებიც უბიძგებდნენ მშვიდობიანად შეკრებილ მოსახლეობას გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს
ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ აქციებს ორგანიზატორები ჰყავდათ, რომლებიც შეკრებილებს უბიძგებდნენ, კანონის ფარგლებს გასცდენოდნენ. კომენტარი ამ თემაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
„ვაშაძის ვიდეოები არსებობს, რა მითითებებს იძლეოდა სხვადასხვა შეკრების დროს. იყო ხოლმე საუბარი ორგანიზატორებზე და მათ პასუხისმგებლობაზე და ხმამაღლა საუბრობდნენ ვაშაძე და მისთანები სხვადასხვა დროს ორგანიზატორების დასჯაზე. კარგად რომ დაფიქრდნენ თავად რისი ორგანიზატორები იყვნენ, არ იქნებოდა ურიგო. ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ამ ვითომცდა მშვიდობიან აქციებს ჰყავდათ ორგანიზატორები, რომლებიც უბიძგებდნენ მშვიდობიანად შეკრებილ მოსახლეობას გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.