მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაწილეობას მიიღებს „სერ ბანი იასის ფორუმში“

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 13-15 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაწილეობას მიიღებს „სერ ბანი იასის ფორუმში“.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

✕