1794553553
გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა. აუცილებელია მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაზე მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში სააგენტო "ანადოლუსთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები საერთო ღირებულებებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესს ეფუძნება.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნებმა საერთო ღირებულებები განამტკიცონ და რეგიონში მშვიდობის დაცვას შეუწყონ ხელი.
"გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა და როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთი მაღალი შეფასებით არიან ერთმანეთის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება ყველა სფეროზე და ეს თვალშისაცემია.
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ყოველთვის დინამიკურად ვითარდება. აუცილებელიც არის, რომ ასეთი დამოკიდებულებით, როგორც თურქეთი და საქართველოა, კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.











