მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1763461533
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს.
„უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს. ასეთი ჩარევა ძირს უთხრის ნდობას, აძლიერებს პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას იმ დროს, როცა რეგიონი ომებს, დეზინფორმაციას, კლიმატის ცვლილებებსა და რესურსების დეფიციტს უპირისპირდება“, - აღნიშნა ბითაძემ.
ბითაძის განცხადებით, რომელიც აგრეთვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრია, მხოლოდ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ეუთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა.
„მხოლოდ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ეუთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მდგრადობას და იყოს ნამდვილი დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო პატარა, მაგრამ დიდი ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა: თავისუფლების, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დაკავშირებადობის. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო მზადაა გააძლიეროს საიმედო პარტნიორისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრის საკუთარი როლი, ხელი შეუწყოს რა, უსაფრთხო ვაჭრობას, მიწოდების მდგრად ჯაჭვებსა და საყოველთაო კეთილდღეობას სულ უფრო და უფრო რთულ მსოფლიოში“, - დასძინა ქართველმა დეპუტატმა.