„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
დიპლომატის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 ნოემბერს აღინიშნება, ზურაბიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
„სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე აყენებს შეურაცხყოფას არათუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს მისი პოსტი პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ამ ადამიანს ამ ქვეყნის დისკრედიტაციის, რეპუტაციის შელახვისა და მოსახლეობის დასტრესვის გარდა სხვა მიზანი არ აქვს. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე კვირა დარჩა ამ ადამიანს ამ პოსტზე ყოფნისთვის“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი აცხადებს რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ელჩებს დიპლომატის დღეს ვერ მიულოცავს და მათ სახელებს არც ისტორია დაივიწყებს. „თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - სვამს რიტორიკულ კითხვას ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ ქვეყანას საგარეო დიპლომატიას, ელჩებს კი გამბედაობას უწუნებს, და მათ მშიშარებად მოიხსენიებს.