„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ძალიან გვიხარია ის შეფასებები, რაც მოვისმინეთ ქალბატონი პია კაუმას მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პია კაუმასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში რადიკალების მხრიდან არჩევნების შემდეგ განვითარდა და რამაც ხელი შეუშალა პია კაუმას საქართველოში ჩამოსვლას.
„ხაზი გაესვა ასევე, იმ აქტიური ბულინგის კამპანიას, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუშალა მის ჩამობრძანებას, რომელიც დაგეგმილი იყო არჩევნების შემდგომ. ძალიან ღიად განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები. ის მილევადი პროცესი, რომელიც ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა რადიკალური ძალების მიმდინარე მცდელობასაც, რომ სიტუაციის ესკალაცია კვლავ გამოიწვიონ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეაში მონაწილეობენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ორმხრივ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლობის საკითხები განიხილა მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. ასევე ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პია კაუმასთან.