„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლის საკითხს გამოეხმაურა.
„ბუნებრივია, ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ჩვენ ვხედავთ კორუფციულ დანაშაულს მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ქართველი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, ქვეყანა იყოს სუვერენული, ეკონომიკურად განვითარებული. როგორც აღმოჩნდა, დგანან ვიღაც ჩინოვნიკები და საკუთარ კეთილდღეობას იწყობდნენ ქვეყნისა და ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად პასუხგაცემული იქნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.