ავარია ხაშურის გასასვლელთან - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1751646615
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ქართულმა დელეგაციამ ეუთო-ს დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა.
მანამდე, ოპოზიციურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
„ახლა მხარი არ დაუჭირესო. იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა - გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიცირდა ეს ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს“, - წერს ბითაძე.