ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
მადლობა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, კარგად მესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვუხელმძღვანელო, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
რევაზ სოხაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერს.
„მადლობა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. კარგად მესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, აღნიშნულ სამინისტროს ვუხელმძღვანელო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. წლების განმავლობაში მთელი ქვეყანა ხედავდა, თუ რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება, მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განმეხორციელებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მთელ გუნდს ნდობისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.