მეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს
1736955618
გიორგი გახარია პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა და მან შემდეგ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს უღალატა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოემაურა, რა დროსაც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ეს ადამიანი, რომელიც იყო აბსოლუტური არარაობა საერთოდ დაახლოებით 6-7 წლის წინ და „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა, რომ იტყვიან პოლიტიკურად ფრთები შეასხა „ქართულმა ოცნებამ“ და მერე მოუტრიალდა და უღალატა არა მხოლოდ ხელისუფლებას, ამაზე არ არის საუბარი, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს და რაც ყველაზე მთავარია აგრძელებს ამას. ადამიანი თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ამბობს იმას, რომ თურმე აქციის მონაწილეებმა სილა რომ გაარტყან პოლიციის უფროსს, ეს ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა და ნაწილობრივ აღიარებს, რომ თითქოსდა ეს დანაშაულია, კეკლუცობს და ა.შ. ეს არის მიუღებელი. ეს ფაქტი, რაც მოხდა აჩვენებს მის ზნეობას, თუ გააჩნია საერთოდ, რა თქმა უნდა, არ გააჩნია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკას“ მოაწოდეს ორი ვიდეო - ერთი, რომელშიც დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.