7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა. გაიმართა ღონისძიება. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს პირველი საპატიო კონსული ლუქსემბურგში - პიტერ სოდერმანსი.
გამოსვლაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
პიტერ სოდერმანსმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე. ამავე კონტექსტში, საპატიო კონსულმა დამსწრე საზოგადოებას სამომავლო პროექტებიც გააცნო.
პიტერ სოდერმანსი წარმატებული ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ლუქსემბურგის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. ამჟამად, იგი საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს. იგი 12 წლის განმავლობაში იკავებდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას.
ღონისძიებას ხელისუფლების, ლუქსემბურგში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.