დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე ვიზიტის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.
„გუტერეშმა უნდა აღიაროს, რომ არ იყო მართალი, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, როგორც მაშინ, როცა გადაწყვიტა არ წასულიყო შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტზე, და ახლა, როცა ძებნილ სამხედრო დამნაშავესთან, პუტინთან შეხვედრაზე გაემგზავრა, თავი დაუხარა მას და მის მოკავშირე ლუკაშენკოს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ გუტერეში უკვე აღარ აღიქმება, როგორც კეთილსინდისიერი შუამავალი.
გუტერეში BRICS-ის სამიტზე 23 ოქტომბერს ჩავიდა. ყაზანში მან ორმხრივი შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართა. ის აგრეთვე მიესალმა და ხელ ჩამოართვა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.