„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემს აფასებს, რომლის მიხედვითაც კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
„ეს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარების კონტექსტში, ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით ვიზალიბერალიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით - ის განცხადებები, ჩანაწერები, რაც იყო მოცემული ევროკომისიის ამ კონკრეტულ ანგარიშში, იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურებოდა ვიწრო პოლიტიკურ ნარატივებს თუ შემდგომი გადაწყვეტილებების გამართლების მცდელობას და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 65% მიიღო, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა.