„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარს ეხმაურება.
„ჩვენი ქვეყნის შიგნით ვნახეთ, რომ ყველა, ვინც თავის დროზე კამიტის მხარეს დადგა, დღეს ძალიან შეშინებულია და უარყო ამ ყველაფრის შესახებ. ფაქტობრივად, ამით დაადასტურეს, რომ მონაწილეობა მიიღეს დეზინფორმაციის ძალიან ბინძურ კამპანიაში. რაც შეეხება BBC-ის, ფაქტობრივად საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკვე და ერთადერთი, რაც უშველის, ეს არის სწორედ ამის აღიარება. ეს არ იყო შეუგნებელი ქმედება მათი მხრიდან, ეს იყო გამიზნული დეზინფორმაცია და ცილისწამება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.