ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - რა დეტალებია ცნობილი

ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც პრაიმტაიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.