„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო მიმართულებით არსებულ საკითხებს, რომელიც მწერლების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია.
„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გამომცემლობების ხელშეწყობის საკითხს და იმ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფომ მწერლობისა და ლიტერატურული პროცესის გაძლიერების მიზნით შეიძლება გადადგას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.