აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს.
„ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს. ასევე, ისინი არიან ჯგუფ „ალდეს“ წევრები. შეგახსენებთ, რომ „ალდე“ კომენტარებს აკეთებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. გვმოძღვრავენ უცხოეთიდან და სამარცხვინოდ, შეკედლებული ჰყავთ პირდაპირ ტერორისტები თავიანთ პარტიაში.
მათი მეთოდები არის დაფუძნებული რადიკალიზმზე, მავნებლობაზე და მსგავს საქციელებზე. ეს მათი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური ოპოზიციაა საქართველოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღესვე სასამართლო განიხილავს ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებას.