3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
ჩვენ თანასწორად ვესაუბრეთ მთელ მსოფლიოს, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამდენი წლის განმავლობაში პირველად იგრძნეს ქვეყნის სუვერენიტეტი და წლის ბოლოს ჩვენ შედეგი დავდეთ, როგორც დავპირდით მოსახლეობას - კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ „ენჯეოს“ სექტორის წარმომადგენლები და გვაყვედრიდნენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსს ვერ ავიღებთ, რადგან ის თანასწორად ელაპარაკება ევროპასაც და ამერიკასაც და ამის უფლება როგორ აქვსო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.