ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, სტომარმასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ზრდის ძალიან სწრაფი ტემპით ხასიათდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

„საქართველოს და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია „იგლ ჰილსმა“ 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან.

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, სტუმარმასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში – რომელიც ძზრდის ალიან სწრაფი ტემპით ხასიათდება.

ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4 800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა – მზისა და ქარის – ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას.

საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.