1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს - განცხადება ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად ჩემს მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.
ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ჩემი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის, მის ამომრჩეველს მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარდებს რევოლუციის იდეალები" - აცხადებს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი მეოთხე კანდიდატია, ვინც ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. მის გარდა კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ. შიდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.