1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის დანგრევა უნდოდა და ანგრევენ საკუთარ გუნდს, თავად როგორც ფუთავენ, რომ პარტიის გადახალისებაა, გადახალისება კი არ არის, ერთმანეთის დაჭმა მიდის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთესად მოახდენს ქვეყანაში რადიკალიზაციას.
„ქვეყნის და „ქართული ოცნების“ დანგრევა უნდოდათ და ანგრევენ საკუთარ გუნდს. ეს არის მათი ქმედებების მარტივი შეფასება. მგონია, რომ ცოტა ზედმეტ რეკლამასაც და პიარსაც ვუკეთებთ მათ, თვითონ როგორც ფუთავენ – პარტიის გადახალისება. გადახალისება კი არ არის, ერთმანეთის დაჭმა მიდის, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს, ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ, ვინ უკეთესად მოახდენს ქვეყანაში რადიკალიზაციას, პოლარიზაციას, ვინ უკეთესად დააზიანებს ქვეყანას, ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ძირითადად მაინც გავლენებზეა საუბარი და საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს თავის დროზე მათ მიერ ქვეყნის ძარცვით ნაშოვნ ფულს და ვინ იქნება ამ ფულის აღმასრულებელი. „ნაცმოძრაობაში“ შიდა თანხებზე მაქვს საუბარი, ვინ იქნება პასუხისმგებელი ნაძარცვი ფულის განკარგვაზე. ამაზეა მანდ საუბარი. არ გამოუვიდათ ქვეყნის დანგრევა და დაანგრიეს საკუთარი გუნდი და ახლა საინტერესო პროცესები მიდის გარედან. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან რა ბუნებაც აქვთ ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში, თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთზე გადავიდნენ ამ ბუნების გამომჟღავნებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.