რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პრემიერმა ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნა.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა დავითაშვილის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დანიშნა.
ლევან დავითაშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.