ლევან დავითაშვილი: ბოლო წლებში თურქეთთან თანამშრომლობის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. თურქეთი არის პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება

ლევან დავითაშვილი

ბოლო წლებში თურქეთთან თანამშრომლობის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენს ქვეყნებს შორის არის მეგობრული ურთიერთობები. თურქეთი არის პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობა თურქეთთან ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა მიმართულებას მოიცავს.

„თურქეთში ეს ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც თურქეთში გაიმართა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული არჩევნები. შესაბამისად, თურქეთში ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობასთან მჭიდრო კავშირების დამყარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ამიტომ საუბარი შეეხო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობას. ბოლო წლებში თურქეთთან თანამშრომლობის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენს ქვეყნებს შორის არის მეგობრული ურთიერთობები. თურქეთი არის პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ამ კუთხით თურქეთში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერს ჰქონდა წარმატებული ვიზიტები სხვა მეზობელ ქვეყნებშიც და ლოგიკური გაგრძელება იყო ამ ვიზიტების თურქეთში ვიზიტი, რომელიც გაფართოებული შემადგენლობით შედგა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თურქეთში ვიზიტის დროს ეკონომიკური პროექტების განხილვის შესახებ და ვიზიტისას გაფორმებულ მემორანდუმზე.

„თანამშრომლობა თურქეთთან ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა მიმართულებას მოიცავს. წლების განმავლობაში საქართველო და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში, სატრანსპორტო მიმართულები, სავაჭრო ურთიერთობით. ინვესტიციების კუთხითაც თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ტურიზმის მიმართულებითაც საკმაოდ დიდია დინამიკა ქვეყნებს შორის. ასე რომ ბევრი მიმართულება დაიფარა. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკას, ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლითაც ფორმალიზება მოხდა იმ თანამშრომლობის, რომელიც გვაქვს ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდებაში. საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი მაგისტრალები, რომელიც ამარაგებს თურქეთს და შემდგომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირები ელექტროენერგიის მიმოცვლის კუთხით. ვისაუბრეთ პერსპექტიული მიმართულებით თანამშრომლობაზე, დამატებით ინვესტიციებზე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ასე რომ ბევრი მიმართულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით არსებობს აისახა ფორმალურად ამ მემორანდუმში და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარი და ეფექტიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის“,- განაცხადა დავითაშვილმა.