„ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ - აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის აქამდე უცნობი დეტალები
1795027915
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მხრიდან წარსულში გაკეთებული განცხადებებისგან დისტანცირების მცდელობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აფასებს და მათ მატყუარებს უწოდებს.
როგორც ნინო წილოსანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ საუბრის დროს აღნიშნა, პარტია "ლელო" შეგნებულად აყენებდა ისეთ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა.
წილოსანის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც იმ პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა მიზნად.
"ლელო" არის მატყუარათა პარტია. მარტივი ტესტი არსებობს იმის გამოსავლენად, არიან თუ არა ისინი მატყუარები, თუმც ეს ამომრჩეველს დიდი ხანია დადგენილი აქვს.
თავადვე არ უარყოფენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს ითხოვდნენ. ჩვენი წარდგენილი ბრალიც და დასაბუთებაც ის არის, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნის მიზნებს და ცდილობდნენ საქართველო ჩაერთოთ რუსეთის წინააღმდეგ ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც, ერთის მხრივ, ეკონომიკურად დამანგრეველ ეფექტს მოიტანდა, მეორე მხრივ, მოიტანდა რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც კონფლიქტური და საოკუპაციო რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაცხარებული ომი იყო დაწყებული უკრაინაში.
ყველაზე დიდი მავნებლობა ის არის, რომ თავად არ უარყოფენ, მათ ჰქონდათ ეს გაცხადებული, მათ შორის, პარლამენტში ჰქონდათ რეზოლუცია შემოტანილი ზუსტად ამ მოთხოვნებით, რომ აკრძალულიყო ავიამიმოსვლა, აკრძალულიყო რუსი ტურისტები, რუსეთის მოქალაქეები.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე და ელემენტარული წარმოდგენა არ აქვს ერთ მილიონამდე თანამოქალაქეზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან.
ყველაფერი ის, რაც ჩვენ იმ პერიოდში გავაკეთეთ და არ შევზღუდეთ ეს შემოსვლა, უმეტესწილად ეხებოდა ზუსტად იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რათა მათ ამ პერიოდში ჰქონოდათ საკუთარ ქვეყანაში შემოსვლის საშუალება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.