„ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ - აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის აქამდე უცნობი დეტალები
1795027915
თმის ცვენასთან ბრძოლის ახალი მეთოდი მეცნიერებმა სავარცხლის ფორმის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით შეიმუშავეს. ჩინელი მკვლევრების გამოგონებამ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — მოწყობილობისა და სპეციალური თერაპიული მოლეკულების კომბინაციით თაგვებს გაცვენილი თმის 97,85 პროცენტი აღუდგათ.
მოწყობილობას Detangle ეწოდება და ის ჩვეულებრივი სავარცხლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მას სპეციალური ელექტრონული კბილები აქვს, რომლებიც პულსირებად ელექტრულ ველებს წარმოქმნის და თმის ფოლიკულების სტიმულირებას ახდენს.
პეკინის ბეიჰანგის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი სისტემა ერთდროულად ორ მექანიზმს იყენებს: ელექტრული იმპულსებით ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გააქტიურებას, ხოლო სპეციალური მოდულის საშუალებით სამკურნალო მოლეკულებს კანის უფრო ღრმა შრეებში აწვდის.
მეცნიერებმა მოწყობილობა ტესტოსტერონის ზემოქმედებით გამოწვეული თმის ცვენის მქონე მამრ თაგვებზე გამოსცადეს. 28-დღიანი ექსპერიმენტის შედეგად, მკურნალობის გარეშე დარჩენილ ცხოველებს გაპარსულ უბანზე თმის მხოლოდ 1 პროცენტი აღუდგათ.
მხოლოდ ელექტროსტიმულაციის გამოყენების შემთხვევაში თმის ზრდამ 40 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, ფინასტერიდის გამოყენებისას მაჩვენებელი 50 პროცენტი იყო, მინოქსიდილის შემთხვევაში კი — 70 პროცენტი.
ყველაზე მაღალი შედეგი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ელექტროსტიმულაცია ორ ექსპერიმენტულ თერაპიულ მეთოდთან გააერთიანეს. ამ შემთხვევაში თმის აღდგენის მაჩვენებელმა 97,85 პროცენტს მიაღწია.
მკვლევრების შეფასებით, მიღებული შედეგები განსაკუთრებით იმედისმომცემია ანდროგენეტიკური ალოპეციის, ანუ ჰორმონებთან დაკავშირებული თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოწყობილობა მხოლოდ ცხოველებზეა გამოცდილი. ჯერ უცნობია, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება ის ადამიანებისთვის და შეძლებს თუ არა მსგავსი შედეგის მიღწევას ადამიანებზე ჩატარებული კვლევების დროს.