1794936548
დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია - ხაშური-ბორჯომის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. დაუზუსტებელი ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











